ჩვენ შესახებ

ჩვენი სააგენტო არსებობს 2008 წლიდან ,ჩვენთან მუშაობენ გოგონები, რომლებიც მუშაობდნენ აუპაიერად გერმნიაში და სხვა ევროპის ქვეყნებში.

ამ პროგრამის ფარგლებში გაგზავნილი გვყავს მრავალი ახალგაზრდა და ამჟამადაც წარმატებით ვახორციელებთ ბიჭებისა და გოგონების გაგზავნას სხვადასხვა ქვეყნებში.

ჩვენ ვთანამშრომლობთ, შესაბამისი ქვეყნების ოფიციალურ სააგენტოებთან, რომლებიც ჩვენს მიერ შერჩეულ კანდიდატებისათვის ეძებენ მასპინძელ ოჯახებს, ხოლო შემდგომ იქ ყოფნისას, ზედამხედველობას ახდენენ მათზე, ასევე ეხმარებიან ოპერებს მასპინძელ ოჯახთან მოულოდნელად წამოჭრილი პრობლემატური სიტუაციების მოგვარებაში.

რატომ უნდა მივანდოთ ოჯახის მოძებნა სააგენტოს?

ხშირია შემთხვევები, როდესაც Au-pair-ი და მასპინძელი ოჯახი უბრალოდ ვერ ეწყობა ერთმანეთს. ასეთ შემთხვევაში სააგენტო გაგიწევს კონსულტაციას, გაესაუბრება შენს მასპინძელ ოჯახს და საჭიროების შემთხვევაში ახალ ოჯახს მოგიძებნის. პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში კი, კვალიფიციური სააგენტოს გარეშე, სრულიად დაუცველი აღმოჩნდები.

რამდენ ხანში ხდება ოჯახის მოძებნა?

ფორმულარების შევსებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის თარმნის შემდეგ, რაც ნორმალურ შემთხვევაში ერთი კვირა გრძელდება, ვაგზავნით თქვენს  საბუთებს  ჩვენს პარტნიორ სააგენტოში, რომელიც დაუყოვნებლივ შეუდგება თქვენთვის  სასურველი ოჯახის ძებნას. ოჯახის მოძებნას, უმეტესად, ერთი თვე ჭირდება. ასე, რომ, ჩვენთან მოსვლიდან დაახლოებით ხუთ კვირაში დაგაკავშირებთ შენს პოტენციურ მასპინძელ ოჯახთან.

რა დონეზე უნდა ვიცოდე გერმანული? ინგლისური? ფრანგული? იტალიური?

ჩვენი პარტნიორი სააგენტოები ითხოვენ უცხო ენის A1 - A2 დონის სერტიფიკატს. ჩვენ გირჩევთ,  წასვლამდე ინტენსიურად იმეცადინოთ რაც გაგიადვილებთ მასპინძელ ოჯახთან ურთიერთობას. Au-pair პროგრამა გაძლევთ საშუალებას 6 თვის ან ერთი წლის განმავლობაში იცხოვროთ უცხოეთში, იმუშაოთ და შეისწავლოთ უცხო   ენა.

ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა?

პროგრამაში მონაწილეობა შეგიძლიათ, თუ მიღებული გაქვთ საშუალო განათლება და შენი ასაკი 18-დან 26 -27 წლამდეა და ფლობთ გერნამულ, ინგლისურ, ფრანგულ და იტალიურ ენებს.