AuPair

AuPair ფრანგული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს "თანაბარ პირობებზე". პირველი აუ-პაირები  გამოჩნდნენ საფრანგეთში მე-19 საუკუნის მიწურულს. ისინი იყვნენ ახალგაზრდა ინგლისელი გოგონები, რომლებიც ჩავიდნენ საფრანგეთის დედაქალაქში, რათა ესწავლებინათ ინგლისური ენა მასპინძელი ოჯახის ბავშვებისათვის და იმავდროულად თვითონ შეესწავლათ ფრანგული ენა.

პროგრამა "აუ-პაირ" ნიშნავს იცხოვრო და იმუშაო მასპინძელ ოჯახთან ერთად და შეისწავლო უცხო ენა. მასპინძელი ოჯახებიც დაინტერესებულნი არიან აუ-პაირის მიწვევით, რათა იგი ეხმარება მათ საოჯახო საქმეებში და ბავშვების მოვლაში, აუ-პაირ პროგრამა წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე კულტურათა გაცვლის პროგრამას - ეს არის ლეგალურად მუშაობა და ენის შესწავლა.

აუ-პაირი ეს არის ოჯახის დროებითი წევრი, რომელიც ინაწილებს მოვალეობებს ამ ოჯახში და აქვს ყველა უფლება (გარკვეულ ფარგლებში). აუ-პაირი არ არის ბავშვის პროფესიონალი მომვლელი (ძიძა). ეს არის უბრალოდ ადამიანი, რომელიც დახმარებას უწევს ოჯახს საოჯახო საქმეებში თავისი უნარის ფარგლებში, ყურადღებას აქცევს ბავშვებს როგორც უფროსი და (ან ძმა), მონაწილეობს ოჯახის ყველა ღონისძიებაში, ზეიმებში, იკვებება ოჯახთან ერთად, უზრუნველყოფილია ავეჯით მოწყობილი ცალკე ოთახით მასპინძელი ოჯახის სახლში ან ბინაში.

ოპერის მუშაობა დამოკიდებულია მასპინძელი ოჯახის თავისებურებებსა და ცხოვრების წესზე, რის გამოც მასპინძელი ოჯახი ინდივიდუალურად უთანხმდება ოპერს სამუშაო საათების შესახებ. რათქმაუნდა სამუშაო საათების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 30 საათს კვირაში.

აუ-პაირს ეძლევა ყოველთვიური ჯიბის ფული, აგრეთვე ქვეყნის, ენისა და კულტურის გაცნობის შესაძლებლობა.

Au-pair პროგრამა გაძლევთ საშუალებას 6 თვის ან ერთი წლის განმავლობაში იცხოვროთ ევროპის ქვეყნებში, იმუშაოთ და შეისწავლოთ უცხო ენა.

რა გელოდებათ თუკი გახდებით "აუ-პაირი"?
  • გაიუმჯობესებთ ენის ცოდნას 1 წლის განმავლობაში.
  • უშუალოდ გაეცნობით ხალხს, მათ კულტურას, ტრადიციებს, ცხოვრების წესს.
  • დაათვალიერებთ მსოფლიოში ცნობილ ქალაქებს, ნახავთ მრავალ ღირსშესანიშნავ ადგილს, რომლებიც არასოდეს გინახავთ.
  • შეიძენთ უამრავ ახალ მეგობარს, გაეცნობით მრავალ საინტერესო ადამიანს უცხოეთში.
  • რეალურად დაიწყებთ დამოუკიდებელ ცხოვრებას, გექნებათ საკუთარი შემოსავალი ჯიბის ფული ყოველთვიურად.
რას გთავაზობს მასპინძელი ოჯახი?
  •  ჯიბის ფული, რომელსაც ოჯახი უხდის ოპერს.
  •  12 თვეში ერთხელ 4 კვირიანი ფასიანი შვებულება.
  •  უზრუნველგყოს ცალკე საცხოვრებელი ოთახით;
  •  ოპერი იკვებება ოჯახის წევრებთან ერთად იგივე საკვებით. თუ თქვენ ხართ ვეგეტარიანელი წინასწარ უნდა მიუთითოთ ფორმულარში.
  •  კვირაში სრულ 1,5 დღე დასვენებას.
  •  შესაძლებლობას გაიაროთ ენის კურსები.
  •  სამედიცინო დაზღვევა, ასევე დაზღვევა უბედური შემთხვევებისაგან, დაზღვევის თანხას იხდის ოჯახი, ასევე ოჯახი ზრუნავს ოპერზე ავადმყოფობის დროს;
  • შესაძლებლობა გეძლევათ გაეცნოთ მასპინძელი ქვეყნის კულტურას და ხელოვნების ნიმუშებს.
  • ზოგიერთი ოჯახი შესაძლებლობას აძლევს აუ-პაირს ისარგებლოს მათი ავტომობილით ან ველოსიპედით.
  • ოჯახს შეუძლია მიიწვიოს აუ-პაირი მათთან ერთად გაატაროს შვებულება ან გამოსასვლელი დღეები ზღვაზე, სხვა ქვეყნებში ან საინტერესო მოგზაურობებში.
გერმანია
  • ასაკი 18-26 წელი.
  • სასაუბრო გერმანულის ცოდნა.
  • არ ჰყავდეს საკუთარი ოჯახი და შვილები.
  • უნდა გქონდეთ საოჯახო საქმეების და ბავშვების მოვლის გამოცდილება.
  • იყოთ მზად 6-12 თვით უცხო ოჯახში ინტეგრაციისათვის.
შვეიცარია
  • ასაკი 18-26
  • სასაუბრო ენა - ფრანგული, ინგლისური, იტალიური, გერმანული.
  • არ ჰყავდეს საკუთარი ოჯახი და შვილები.
  • უნდა გქონდეთ საოჯახო საქმეების და ბავშვების მოვლის გამოცდილება.
  • იყოთ მზად 6-12 თვით უცხო ოჯახში ინტეგრაციისათვის.
ავსტრია
  • ასაკი 18-28 წელი.
  • სასაუბრო გერმანულის ცოდნა.
  • არ ჰყავდეს საკუთარი ოჯახი და შვილები.
  • უნდა გქონდეთ საოჯახო საქმეების და ბავშვების მოვლის გამოცდილება.
  • იყოთ მზად 6-12 თვით უცხო ოჯახში ინტეგრაციისათვის.      
საფრანგეთი
  • ასაკი 18-28 წელი.
  • სასაუბრო ენა ფრანგული.
  • არ ჰყავდეს საკუთარი ოჯახი და შვილები.
  • უნდა გქონდეთ საოჯახო საქმეების და ბავშვების მოვლის გამოცდილება.
  • იყოთ მზად 6-12 თვით უცხო ოჯახში ინტეგრაციისათვის.

რა ევალება Au-pair-ს?

  1. კვირაში მაქსიმუმ 30 საათი მუშაობა გადანაწილებული 5 ან 6 დღეზე, სამუშაო დროის გრაფიკი შესაძლებელია განისაზღვროს ინდივიდუალურად ოჯახთან შეtანხმებით.
  2. ბავშვების მოვლაში დახმარება, რაც ბავშვს ეხება. კვირაში 3-4-ჯერ საღამოთი მათთან დარჩენა.
  3. საოჯახო საქმეებში დახმარება: სახლის დასუფთავება, რეცხვა, გაუთოება, საჭმლის მომზადება, სამზარეულოში დახმარება, შინაურ ცხოველებზე ზრუნვა, ასევე ზრუნვა სახლის მცენარეებზე. 
  4. ენის კურსზე სიარული.

რას აფინანსებს თვითონ Au-pair-ი?

Au-pair-ი ორგანიზებას უკეთებს და იხდის გერმანიში გამგზავრების საფასურს, ასევე საელჩოში ვიზის მიღების გადასახადს.

საჭირო საბუთები:

  1. ფორმულარის შევსება თქვენი პერსონალურ იდეტალებით;
  2. ასევე 2-4 ცალი პასპორტის ბიომეთრიული ფოტოსურათი.
  3. სურათი -10 ცალი ბავშვებთა ნერთად, რომლებზეც ზრუნავდით.
  4. სამედიცინო ცნობა;
  5. უცხო ენის სერტიფიკატი - A1-A2.
  6. რეკომენდაცია-დახასიათება მშობლისგან, რომლის ბავშვებსაც თქვენ უვლიდით.
  7. წერილი ოჯახს. აღნიშნულ წერილს დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა გააჩნია ოჯახის დაინტერესებაში პრეტენდენტის მიმართ. აქ იწერება მცირე ბიოგრაფიული ცნობები.
  8. დაბადების მოწმობის თარგმანი შესაბამის უცხო ენაზე დამოწმებული ნოტარიალურად დალეგალიზებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  9. ბოლო 1 თვის განმავლობაში აღებული ცნობა ნასამართლების არქონის შესახებ, ასევე თარგმნილი შესაბამის უცხო ენაზე დამოწმებული ნოტარიალურად და ლეგალიზებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  10. დიპლომი, ცნობა- სამსახუდიდან, სასწავლებლიდან თარგმნილი შესაბამის ენაზე და დამოწმებული დანოტარიუსებული.